saqarTvelos mwvervalebi - fSegiSxa
ფშეგიშხა - მწვერვალი გაგრის ქედის განშტოებაზე, მდინარეების გეგისა და იუფშარის წყალგამყოფზე, გაგრის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2221 მ. მწვერვალ ფშეგიშხის აღმოსავლეთ კალთის ჩამოქცევის შედეგად წარმოიქმნა პატარა რიწის ქვაბული. აგებულია ზედაიურული კირქვებით, თიხებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია ფიჭვნარ-წიფლნარით, თხემზე სუბალპური ტყე და მდელოებია.